Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: ვინ ამოწმებს პროექტებში მშენებლობის ხარისხს?

BM.GE
14.03.23 16:56
115
22 თებერვალს ავტობანზე სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე ხიდის ნაწილი ჩავარდა. დღეს დილით კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება." ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად სამშენებლო მასალის ხარისხი აქტუალურია დეველოპერულ პროექტებშიც. ვინ ამოწმებს მშენებლობის ხარისხს და მის სტანდარტებთან შესაბამისობას, რა ტიპის კომპანიები არიან ბაზარზე და როგორია ზოგადად მთელი სამუშაოების დასრულების შემდეგი ციკლი?

სტუმარი: ტიტე ჯიშიაშვილი -Caucasian Infrastructure Technology-ის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day