Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვინ უნდა მართოს და ვინ უნდა აკონტროლოს საპენსიო ფონდის რისკები?

BM.GE
29.06.23 16:38
100
78 კანონმდებლის მიერ მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერით, პარლამენტმა პირველი მოსმენით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებებით, სხვა ბევრ საკითხთან ერთად რეგულირდება ჩვენი საპენსიო დანაზოგებით, რომელიც უკვე 3.6 მილიარდ ლარს აჭარბებს, პირდაპირ ინვესტირება რიგ პროექტებში, როგორიც არის მაგალითად ანაკლიის პორტი, ან მსხვილი ჰესი - თუმცა არის დათქმა, რომ თანაინვესტირება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად განხორციელდეს და ბიუჯეტის 33 %-ზე მეტი არ იყოს. კანონპროექტი ერთმანეთისგან განასხვავებს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკს და ითვალისწინებს. 

აგრეგირებულ რისკსაც, ასევე შემოაქვს რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობა - რასაც ეროვნული ბანკი აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოში პარალელური ზედამხედველობის შემოტანა ხდება. განსხვავებულია ეკონომიკის სამინისტროს ხედვა.

რამდენად სწორია რისკების მართვისა და კონტროლის შემოთავაზებული ვერსია, როგორ უნდა მოხდეს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელის რისკების მართვა და ვინ უნდა იყოს რისკების მაკონტროლებელი?

სტუმარი: ლევან სურგულაძე - ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი.





Subscribe to our news

Get the main news of the day