წინანდალში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქართველი კურსდამთავრებულების ღონისძიება გაიმართა
BM.GE
22.06.23 13:11
• 50
17 ივნისს წინანდალში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქართველი კურსდამთავრებულების: ილია წულაიას, გიორგი ჭუმბურიძის, თემურ მიქელაძისა და გურამ თათეშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამავე პროგრამის წევრი, 50-მდე მსხვილი ბიზნესის დამფუძნებელი და უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს არსებული საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა ინვესტორებისთვის და მყარი კავშირების ჩამოყალიბება ქვეყნის პოტენციალის შემდგომი გაფართოებისთვის.