მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2020-2021 წლის ზამთრის სეზონზე საბაგიროებზე მოქმედი ფასები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სხვადასხვა საბაგიროებით სარგებლობის ღირებულება წელს არ იცვლება, თუმცა ამ დრომდე არაფერი ვიცით როდის შეგვეძლება ან შეგვეძლება თუ არა საბაგიროებით სარგებლობა. სეზონის გახსნის ვადებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია.
თუ გასული წლების გამოცდილებას შევხედავთ ზამთრის სეზონი ქვეყანაში დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა გაიხსნას, თუმცა არსებული ეპიოდვითარების და ჩაკეტილი საზღვრების ფონზე კურორტებზე არსებულ სასტუმროებს პესიმისტური მოლოდინები აქვთ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ქართველი ტურისტების იმედად სასტუმროს გახსნას საერთოდ არ აპირებენ.
ერთ-ერთი ასეთია 3 ვარსკვალვიანი სასტუმრო თრუსო გუდაურში, რომელიც მიმდინარე სეზონზე ძველი ფორმით მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ფაქტობრრივად თრუსო მარტიდან დაიხურა და მას შემდეგ მუშაობა არ განუახლებია. რა პრობლემების წინაშე დგანან ზამთრის კურორტები?
სტუმარი: ლევან კარიჭაშვილი - სასტუმრო "თრუსოს"მფლობელი