მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოვითხოვთ ფინანსურ დახმარებას” - საკლუბო სექტორი კომპენსაციას ელოდება

61e15b632b622
ანუკა ჯოხაძე
14.01.22 20:00
925
საქართველოს მთავრობა დათმობაზე მიდის - კლუბებს მუშაობის უფლება 14-15 იანვარსაც მიეცათ. აღნიშნული ინფორმაცია კლუბ “ხიდის” წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემაც დაგვიდასტურა და იქვე დასძინა, რომ 14-15 იანვარს, დადგენილი პროტოკოლით გაიმართება ღონისძიებები და ამის შემდეგ დაიხურებიან.

კლუბ “ხიდის” დამფუძნებელი სოფო ებრალიძე აცხადებს, რომ კლუბების გახსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებაზე იქნება დამოკიდებული.

მისი განმარტებით, იმ პერიოდში, როცა კლუბების მუშაობა შეიზღუდება, ისინი სახელწმიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვენ, რადგან თანამშრომლების შენახვას ვეღარ შეძლებენ.

"ჩვენ მოვითხოვთ ფულად კომპენსაციას, რადგან თანამშრომლებთან პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ჩვენ ჩვენით ვერ შევინახავთ ამ ხალხს, გამორიცხულია, რადგან კვირიდან კვირამდე გაგვქონდა თავი. ყველა კლუბი წარვადგენთ ფინანსურ დოკუმენტაციას რა გვიჯდება ობიექტის შენახვა ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, მოვითხოვთ, ფინანსური დახმარება აღმოგვიჩინონ", - აცხადებს კლუბ “ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე.

ცნობისთვის: კლუბების დახმარების ფინანსურ პაკეტზე მიმდინარე კვირაში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს. მაშინ კლუბების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დახმარების პაკეტზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები