მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 საათი - 20 ლარი: ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი ამოქმედდა

61a4d8cbc064a
ინგა მურუსიძე
29.11.21 17:41
6059
ენგურჰესის კაშხალზე, პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. როგორც bm.ge-ს სახელმწიფო შპს "ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა, ახალი ტურისტული ატრაქციის მოწყობის ბიუჯეტი 100 000 ლარია.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ტურისტული მარშრუტის მოსაწყობად ბილიკზე, სადაც ვიზიტორებმა უნდა გაიარონ, მოეწყო საინფორმაციო დაფები, ასევე აიყვანეს თანამშრომლები, შეიძინეს ავტობუსი გადაადგილებისთვის, გაიხსნა სუვენირების მაღაზია და ა.შ.

„ატრაქციის გახსნით, დაიწყო პროექტის - „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ ეტაპობრივი განხორციელება.



ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს და ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 20 ლარია, თუმცა სტუდენტებზე, შშმ პირებსა და 6 წლამდე ასაკის მოზარდებზე შეღავათები ვრცელდება“, - ამბობს ის და იქვე დასძენს, რომ მარშრუტით დაინტერესება ძალიან დიდია.

აღსანიშნია, რომ ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, გარდა ორშაბათისა. ტური იმართება მხოლოდ 5 ან მეტი ვიზიტორის შემთხვევაში (1 ტურით მაქსიმუმ 24 ვიზიტორი სარგებლობს).

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, რომლიც განხორციელებაც წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება, ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, იგეგმება ვირტუალური სივრცის დარბაზის მოწყობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ, მოინახულონ ენგურჰესის ის მონაკვეთები, სადაც მისვლა ნებადართული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები