მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ზოიძე: ეპიდსიტუაცია საფრთხილოა, მაგრამ არა - საპანიკო

5fb3a7c7668ba
ინგა მურუსიძე
17.11.20 14:40
697
"ჩემი აზრით, მთავარი მომენტია, რომ მაქსიმალურად ფართოვდება ადამიანების წრე, ვინც პროცესში იქნება ჩართული, ვინაიდან, ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ მოვბილიზდეთ და აბსოლუტურად ყველა რესურსი იქნას გამოყენებული, ინტელექტუალური ცოდნა, გამოცდილება, იმისათვის, რომ ეს საერთო ეროვნული საფრთხე დავძლიოთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია საფრთხილოა, თუმცა არა - საპანიკო. აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრისას საუბარი იყო კონკრეტულ გეგმებსა და ნაბიჯებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.

„შექმნილი სიტუაცია ნამდვილად საფრთხილოა, საგანგაშოა, საპანიკო, რა თქმა უნდა, არ არის და სწორედ, ამ პანიკის ელემენტის მოხსნაც მნიშვნელოვანია. პანიკის ელემენტებიც ჩანს უკვე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ დღეს ის საუკეთესო რესურსი, რაც შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას ჩართულია ამ პროცესში და მაქსიმალურად ტარდება კონსულტაციები იმის თაობაზე, რა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ისე, რომ არც ეკონომიკა დაზარალდეს, სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ამავდროულად, მოხედეს ამ სახიფათო ტენდენციის შებრუნება, რასაც ჰქვია ინფიცირებულების მზარდი რაოდენობა, რაც მთავარია, ყველაზე უფრო ტრაგიკული რაც არის, ეს არის მზარდი რაოდენობა სიკვდილიანობის.

კონკრეტულ ნაბიჯებზე იყოს მსჯელობა, კონკრეტულ გეგმაზე, რომელსაც ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით ალბათ უახლოეს პერიოდში მთავრობა შემოგვთავაზებს. მთავარი მომენტია, რომ არანაირი საუბარი არაა, ხაზს გავუსვამ, იმაზე, რომ რაღაც საყოველთაო ჩაკეტვა ან „ლოქდაუნი“ მოხდება, არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოსაძებნი, მისაღები და კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები