მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ არის საკმარისი - მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია“ - მინისტრი მოქალაქეების დახმარებაზე

5fc8ada40d9a8
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 13:31
790
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 300 ლარი ადამიანებისთვის, რომლებმაც შეზღუდვების გამო სამუშაო დროებით დაკარგეს, ნამდვილად არ არის საკმარისი და მაღალი თანხა, თუმცა, ეს არის ის, რისი შეთავაზებაც მთავრობას შეუძლია. 

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფოს მეტი რესურსი არ აქვს, რომ მოქალაქეებს დაეხმაროს და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები თავის სამუშაო ადგილებს სულ მალე დაუბრუნდებიან.

„არ არის საკმარისი. 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ამ რთულ ვითარებაში შეგვიძლია რომ გავწიოთ. შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი რომ მალე გავხსნათ, არ მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით -  ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა. რა თქმა უნდა აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ ვერ ვიმუშავებთო, ისინი ითხოვენ, გაგვხსენითო, აქედან გამომდინარე ისინი ისარგებლებენ ამ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ ზოგადად ანტიპანდემიური მიმართულებით უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინფორმაციით, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი, ბიუჯეტი - 30 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები