მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა წელს დაიწყება - ბიუჯეტი 20 მილიონია

61e91f862d69d
ინგა მურუსიძე
20.01.22 12:47
1194
თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა წელს დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

Bm.ge დაინტერესდა, როდიდან დაიწყება წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტი და არის თუ არა შერჩეული სახლები, რომლებიც პირველ რიგში ჩანაცვლდება. მერი ამბობს, რომ პროცესი დაწყებულია, თუმცა მისი განხორციელება მარტივი არ არის, რადგან საჭიროა ყველა მცხოვრების თანხმობა და ა.შ.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება წელს დაიწყება და ამით ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, იქნეს ჩანაცვლებული მუნიციპალიტეტის მონაწილეობით. წელს კონკრეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, წელს გამოყოფილია 20 მლნ ლარი იმისთვის, რომ პროექტი დაიწყოს და "საკმაო მოცულობის პროექტების განხორციელებას შევძლებთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები