მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბევრი რამ იკრძალება” - სებ-მა სესხის ამოღების "ეთიკის კოდექსი" მიიღო

620e26f2b1dc4
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.22 14:46
16966
ეროვნულმა ბანკმა კრედიტების ამოღების ეთიკის კოდექსი მიიღო, რის შესახებაც დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ეთიკის კოდექსით განსაზღვრულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება- საკრედიტო კავშირის, სესხის გამცემი სუბიექტების ვალდებულებები სესხის/კრედიტის ამოღებისას.

საკითხზე კომენტირებისას სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსით “ბევრი რამ იკრძალება”.

“ბევრი რამ იკრძალება იქიდან გამომდინარე, რომ სესხის ამომღებსა და თავდაპირველ სესხის გამცემს არათანაბარ სიტუაციაში ჩააყენოს მსესხებელი. ხშირად ხდება, რომ თავის წარდგენა ხდება როგორც ძალოვანი სტრუქტურის ან აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი. ეს არ აყენებს კარგ სიტუაციაში მომხმარებელებს. განისაზღვრა, რომ მხოლოდ დილის ცხრიდან საღამოს რვამდე შეიძლება მოხდეს დაკავშირება მომხმარებელთან. ხშირად მესამე პირის გავლით ხდება გასვლა მსესხებელზე და აქაც განისაზღვრა, რა ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს. ასევე განისაზღვრა, რომ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ასეთი საუბრის, რომლის შენახვაც უნდა მოხდეს. ბევრი ცვლილებაა.

მთავარია ისევ და ისევ, თუ რა პირობებით იღებს მომხმარებელი სესხს. ასევე ის პირიც, ვინც გირაოს თუ თავდებობის სახით არის ჩართული, რათა მისთვის ეს სურპრიზი არ იყოს. ამავე დროს მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა არის დაშვებული ურთიერთობაში”, - ამბობს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის თანახმად, ახალი ეთიკის კოდექსი კრძალავს მსესხებლის საკუთრებაში ვიზიტს, თუკი ეს ვიზიტი საკუთრების აღწერას ემსახურება.

“მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი მათ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან/და რეალიზაციის მიზნით (კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).

დაუშვებელია ფინანსური ორგანიზაციის მიერ რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და მათ მიმართ დამამცირებელი, უხამსი, არაჰუმანური, დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება”,- ნათქვამია ეთიკის კოდექსის პრეზენტაციაში.

ეროვნული ბანკი კრედიტების ამოღების ახალი ეთიკის კოდექსის მიღებაზე 2019 წლიდან მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები