მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმოგზაურობის აღდგენას ყველაზე დიდი დრო დასჭირდება - "თიბისი კაპიტალი"

61c213009b7e5
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 00:00
599
საერთაშორისო მასშტაბით, ბიზნესმოგზაურობის აღდგენას ყველაზე დიდი დრო დასჭირდება - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მაკროსექტორულ განახლებაშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, ამ ტიპის შემოდინებების წილი საქართველოს ტურისტულ შემოდინებებში ძალზედ მცირეა. ისივე როგორც, დაბალია შედარებით დიდი დისტანციიდან ვიზიტები და მეორე მხრივ, მაღალია ღია სივრცის ტურისტული დანიშნულებები.

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ვიზიტორები შემოვიდნენ

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნდა ნოემბრის ტურისტული სტატისტიკა, რომლის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში სულ 166,565 ვიზიტორი იმყოფებოდა. ეს წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია, თუმცა ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით კვლავ დაბალ ნიშნულზეა, რადგან 2019 წლის ნოემბერში საქართველოს 543,000 ვიზიტორი სტუმრობდა. თუკი 2019 წელს შევადარებთ ნოემბრის მონაცებს, დავინახავთ, რომ ის 69.3%-ით უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით 30.7%-ით აღდგა.

ასევე, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნაკადის 47% საჰაერო გზით შემოვიდა, სახმელეთო გზით კი - 53%.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ფინანსური შეფასებაც, მისი მიხედვით, ნოემბერში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა 111 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 760%-ით მეტია. ჯამურად, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო. მათ შორის შემოსავალი პიკური შემოსავალი ივლისში იყო და $205 მილიონს შეადგენდა.
 
აღსანიშნავია, რომ „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 2022 წელს 75%-ით აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები