მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელიავას ბაზრობა იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს კატეგორიულად მიუღებელია"

5c6c45be9c540
ელენე გოგბერაშვილი
19.02.19 21:49
6356
„ელიავას ბაზრობა იმ მოცემულობით,რაც დღეს გვაქვს კატეგორიულად მიუღებელია“-ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე, ვიდეოდიალოგის დროს აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნულ არეალთან დაკავშირებით ორი ალტერნატივა განიხილება.

„იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის. პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და შემდეგ ქალაქის მთავრობისთვის.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს მოწესრიგებული.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ელიავას ბაზრობის მფლობელებთან. არის ორი ალტერნატივა: ერთი ბაზრობის გადატანა და მეორე არსებული ტერიტორიიის მოწესრიგება და გათანამედროვება“-აცხადებს კალაძე.

"მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანია სავაჭრო ცენტრის არსებობა არასებობის საკითხთან ბრძოლას ჯობია ვერბრძოლოთ იმას, როგორც ეს დღეს არის. შეიძლება ხდებოდეს გარკვეული პროდუქციის რეალიზება, მაგრამ არა ისე, როგორც არის, არამედ არ უნდა აუარესებდეს გარშემო საცხოვრებელ პირობებს. მთავარი ფოკუსი მუნიციპალიტეტს ამ საკითხის მიმართ უნდა ჰქონდეს. არ ვაპირებთ იმასთან შეგუებას, რაც დღეს არის. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომელსაც უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას“-აცხადებს მერის მაოდგილე ირაკლი ხმალაძე.

„მიმდინარეობს ინტენისური კომუნიკაცია ელიავას ბაზრობის მფლობელებთან. არიან ძალიან გახსნილები, ისინი თავადვე გრძნობენ დისკონფორტს, რაც არის შექმნილი ამ არეალში. მათი სურვილია გადააქციონ ეს ტერიტორია რეკრეაციულ, გასართობ ზონად. გრგ-ც არის საკრებულოში და მოგვიწევს ჩამოყალიბება ამ საკითხზე. თუ გადავწყვეტთ, რომ ეს ტერიტორია განვითარდეს იმ თანამედროვე ხედვებით, რაც აქვთ მათ, ჩემი სურვილია, რომ კონკურსი გამოცხადეეს არქიტექტურული და წავიდეთ წინ“-აცხადებს მერის მოადგილე, ილია ელოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები