მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელსელემა“ ლანჩხუთში ქსოვილების საწარმოს ამოქმედებას გეგმავს

608c2fcd8c709
თელარა გელანტია
02.05.21 14:00
974
სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ლანჩხუთში ქსოვილების საწარმოს ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა.

საქმე ისაა, რომ ამჟამად „ელსელემას“ სამკერვალო ქარხანა მხოლოდ ლანჩხუთში აქვს, რადგან ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა თბილისის ფაბრიკა გაეყიდა.

ბიზნესმენის თქმით, ქსოვილის საწარმო, შესაძლოა, თურქ პარტნიორებთან ერთად აამოქმედოს, თუმცა სავარაუდო ინვესტიციის მოცულობას, ჯერჯერობით, არ ასახელებს.

„ლანჩხუთში, სადაც სამკერვალო ქარხანა ფუნქციონირებს, გვაქვს დიდი ეზო და ვფიქრობთ, ქსოვილის საწარმო იქ ავაშენოთ. მოლაპარაკებები მაქვს თურქ პარტნიორებთან; ისინი თავად დაინტერესდნენ და საქართველოშიც იყვნენ ჩამოსულები. როგორც იტყვიან, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, მაგრამ ამ ეტაპზე გაჩერებული ვართ. პანდემია გარკვეულწილად ანელებს პროცესებს“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები