მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება - კალაძე

60dc21232f63a
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.21 11:46
730
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების შესახებ აუქციონი გამოცხადდება, რომელიც 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან სარეკლამო ბიზნესს და სხვა კომპანიებს აუქციონში მონაწილეობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„უახლოეს პერიოდში, თბილისის მასშტაბით, რეკლამების განთავსების შესახებ გამოცხადდება აუქციონი. უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამების განთავსებას და აქედან შემოსავლების მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირებისთვის.

ეს აუქციონი ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვისაც. აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და კერძო სექტორთან აღნიშნულ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. მინდა მოვუწოდო კომპანიებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს პერიოდში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში, მათ მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ინტერესი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი კარგ შემოსავალს მიიღებს ამ აუქციონიდან. აუქციონი 30 დღე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები