მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო მზადაა მიმწოდებლებსა და რიტეილერებს შორის ურთიერთობები დაარეგულიროს

60e7191191c0b
თელარა გელანტია
08.07.21 21:00
861
სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით დღეს ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც კერძო სექტორის, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რასაც ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები რიტეილერებთან ურთიერთობის პროცესში აწყდებიან. ამ მხრივ პრეცედენტული საქმეა 10 ქართული კომპანიის მიერ "კარფურის" წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო. ისინი საერთაშორისო ბრენდს უკანონოდ თანხების ჩამოჭრას და ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავებიან.

ბიზნესი აქტიურად აყენებს მხარეებს შორის პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების მოთხოვნას. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის რეკომენდაცია არის გაცემული ასევე ბაზრის მოკვლევის დასრულების შემდეგ კონკურენციის სააგენტოს მხრიდანაც. სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე მზადყოფნას გამოთქვამს, როგორც სხვა ქვეყნებშია შესაბამისი ნორმის არსებობის შემთხვევაში, კანონის აღსრულება საკუთარ თავზე კონკურენციის სააგენტომ აიღოს.

“ის პრობლემატიკა, რომელიც ჩვენ დავინახეთ ამ ურთიერთობებში, მას ვერ ფარავს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოში ამ პერიოდში არ ფიქსირდება დომინანტური ეკონომიკური აგენტი.

რიტეილის ქსელი მთლიან გაყიდვებში არის დაახლოებით საქართველოს მასშტაბით 36% და თბილისის მასშტაბით - 41%, რაც გამორიცხავს რომელიმე მათგანის დომინანტურ მდგომარეობას. ჩვენ ვთქვით, რომ პრობლემა რაც არსებობს რიტეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ის ვერ დარეგულირდება მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობით და გავეცით რეკომენდაცია, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, სადაც არის კანონმდებლობაში შექმნილი მცირე მოთამაშეების დაცულობის თვალსაზრისით მექანიზმი ისეთი ძალაუფლების მქონე აგენტებისგან, ვისთანაც მათ აქვთ გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები. ის არის საკმაოდ მრავალმხრივი, მოიცავს ძალიან ბევრ პარამეტრს და იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა ხელშეკრულების პირობები ან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, კანონი ითვალისწინებს სანქცირების მექანიზმებს ან სხვა ვალდებულების დაკისრებას დამრღვევი მხარისთვის.

ძალიან ბევრ ქვეყანაში აღმასრულებელი აღნიშნული კანონმდებლობის არის იმ ქვეყანაში მოქმედი კონკურენციის სააგენტო. თუ იქმნება შექმნილი ამის რეგლამენტი და დაგვევალება აღნიშნული საკითხის აღსრულება , ბუნებრივია გამოვთქვამთ მზაობას შექმნის პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და თუ დაგვეკისრება აღვასრულოთ კიდეც“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე და დასძენს, რომ კანონმდებლბის მხრივ გარკვეული მონახაზი იყო შექმნილი წინა მოწვევის პარლამენტში, საკითხზე მუშაობა მიდის ახლაც და კონსულტაციებს კონკურენციის სააგენტოც გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები