მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კულა” გაზრდილი გაზის ტარიფის სუბსიდიას ითხოვს

61816a1dcac23
ანუკა ჯოხაძე
02.11.21 21:39
686
მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის, კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება. მოქმედი ტარიფი კერძო სექტორში, 1მ3 გაზის მოხმარებისთვის 95 თეთრია.

როგორც კომპანია “კულას” დამფუძნებელი ივანე გოგლიძე აცხადებს, გაზის ტარიფის გაზრდა რეგიონებში მდებარე საწარმოებისთვის წნეხი იქნება.

გოგლიძე არ აკონკრეტებს პროცენტულ მაჩვენებელს თუ რა რაოდენობით გაძვირდება პროდუქცია, თუმცა მისი თქმით, გაძვირება გარდაუვალია, რადგან “კულას” ზოგიერთი პროდუქტის თვითღირებულებაში ბუნებრივ აირზე გაწეულ ხარჯს 25% უჭირავს.

კომპანია “კულას” დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორს ზამთრის პერიოდში დახმარება დასჭირდება. მისივე თქმით, 3-4 თვის განმავლობაში რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის გაზრდილი გაზის ტარიფის სუბსიდირება უნდა მოხდეს.

“კარგი იქნება თუ სახელმწიფო რაიმე ღონისძიებებს განახორციელებს, გაზრდილ ტარიფს ზამთრის პერიოდში მაინც თუ დაასუბსიდირებს. ეს იმისთვის, რომ ადაპტაცია შევძლოთ. ჩემი აზრით, დაახლოებით 3-4 თვე უნდა ჰქონდეს ბიზნესს შეღავათი. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აპრილ-მაისის თვემდე შევინარჩუნოთ ძველი ფასები, ხოლო უკვე ახალი სეზონიდან ახალი ფასები შევთავაზოთ ბაზარს”,- ამბობს კომპანია “კულას” დამფუძნებელი ივანე გოგლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები