მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა - რა იყო საუბრის თემა?

5fa39c8349133
ინგა მურუსიძე
05.11.20 10:38
741
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელზეც მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას. საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიაზაციას და გაწერის კრიტერიუმებსაც.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ კოვიდ სასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა.

ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც. ვფიქრობ, კლინიკების ხელმძღვანელების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს СOVID-19-ის მართვის პროცესს უფრო გამჭირვალეს გახდის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები