მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ვალის პროგნოზს ამცირებს - ვისი რამდენი მართებს საქართველოს?

62922ca63d882
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.22 17:41
11261
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის პროგნოზს ამცირებს. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ვალი მშპ-ს 50%-დან 45%-მდე შემცირდება. აქამდე არსებული პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 50% უნდა ყოფილიყო.

2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 29.8 მილიარდი ლარია, საიდანაც 5.9 მილიარდი ლარი საშინაო, 23.9 მილიარდი კი საგარეო ვალია. ეს წელს დაგეგმილი მშპ-ის, ანუ 64.8 მილიარდი ლარის 46%-ია. ამჟამად, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის კლების წამყვანი მიზეზი ეროვნული ვალუტის  გამყარებაა, რაც ლარებში საგარეო ვალის ნაშთის მოცულობას ამცირებს. იმ შემთხვევაში თუკი 1) წელს ეკონომიკა დაგეგმილი 6%-ით გაიზრდება და 2) ლარი გაცვლითი კურსის სიმყარეს შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყნის საგარეო ვალის ზომა მართლაც 45%-მდე დავა.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა:

• მსოფლიო ბანკი (IBRD) და (IDA) - $1,988,437,000 დოლარი;
• აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1,798,433,000 დოლარი;
• ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $757,152,000 დოლარი;
• საფრანგეთი (AFD) - $651,342,000 დოლარი;
• გერმანია (KFW) - $636,894,000 დოლარი;
• ევროობლიგაცია - $500,000,000 დოლარი;
• საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიმართ ეროვნული ბანკის ვალი - $449,669,000 დოლარი;
• ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $220,058,000 დოლარი;
• "საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - $197,613,000 დოლარი;
• აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $186,864,000 დოლარი;
• იაპონია - $164,703,000 დოლარი;
• ევროგაერთიანება (EU) - $140,595,000 დოლარი;
• სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $36,258,000 დოლარი;
• რუსეთი - $25,436,000 დოლარი;
• ავსტრია - $15,305,000 დოლარი;
• აშშ - $12,767,000 დოლარი;
• კუვეიტი - $11,360,000 დოლარი;
• თურქეთი - $7,246,000 დოლარი;
• ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $4,960,000 დოლარი;
• ყაზახეთი - $4,048,000 დოლარი;
• აზერბაიჯანი - $3,721,000 დოლარი;
• სომხეთი - $3,283,000 დოლარი;
• ირანი - $2,714,000 დოლარი;
• სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2,205,000 დოლარი;
• თურქმენეთი - $211,000 დოლარი;
• ნიდერლანდები - $81,000 დოლარი.

სულ სახელმწიფო საგარეო ვალი - 7,822,692,000 დოლარი.

სულ სახელმწიფო შიდა ვალი - 5,937,991,900 ლარი.

საქართველოს სახელმწიფო ვალი განსაკუთრებული ტემპით პანდემიის პირველი ტალღის დროს გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის შესარბილებლად საერთაშორისო დონორებისგან $2 მილიარდის საგარეო ვალი აიღო, ამავე წელს ლარი მკვეთრად გაუფასურა. შედეგად, სახელმწიფო ვალი 2019 წელს არსებული 40%-დან რეკორდულ 60%-მდე გაიზარდა. 2021-ში ვალის მოცულობამ მშპ-ს 51%-მდე იკლო, წელს კი მთავრობა მის 45%-მდე შემცირებას მოელის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები