მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება დღესაც არ მიიღო

61c2e4dc4d1a3
მარიამ ვარადაშვილი
22.12.21 12:41
553
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიზეზად ღიბრაძე ვირუსის ახალ შტამას ასახელებს.

“როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ომიკრონის შტამი უკვე დაფიქსირდა. რამდენიმე შემთხვევაზე კვლევა კიდევ მიმდინარეობს და იმის პოტენციალი რომ ჩვენთანაც  გავრცელდეს, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებით ლიბერალიზაცია დღეს არ არის. ანუ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მსოფლიოს ქვეყნებში, სადაც დაშვებული იყო მათი მუშაობა იქაც შეზღუდვებები მოქმედებებს”,-აცხადებს ღიბრაძე.

მისივე თქმით, კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია აქვთ და არასწორია იმის მტკიცება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. "შრომის ინსპექციამ ჩაატარა ის ღონისძიებები, რაც კანონმდებლობით აქვთ განსაზღვრული",-აცხადებს ღიბრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები