მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე პასპორტის“ მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც კორონავირუსი 1 წლის გადატანილი აქვს

618956309e0d6
ინგა მურუსიძე
08.11.21 21:15
2513
„მწვანე პასპორტის“ მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც კორონავირუსი 1 წლის გადატანილი აქვს, - ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ განუმარტა.

საქმე ის არის, რომ დღეს გავრცელებულ პრესრელიზებსა თუ გაკეთებულ განცხადებებში არსად გაჟღერებულა, რომ მწვანე საშვის მოქმედების ერთ-ერთ პირობად სწორედ 1 წლის წინ გადატანილი კოვიდი ითვლება. მეტიც, პრემიერმა დღეს თქვა, რომ იგეგმებოდა, „მწვანე საშვის“ მოქმედების ვადად კოვიდის გადატანიდან 6 თვე დასახელებულიყო, თუმცა პირადად მისი რეკომენდაციით, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

„არ არსებობს ერთგვარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ დაავადების გადატანიდან 6 თვე ნარჩუნდება ანტისხეულები, 9 თვე, ან უფრო მეტი. სხვადასხვა წყარო სხვადასხნაირად მიუთითებს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 6 თვე ოპტიმალური პერიოდი იყო, თუმცა რადგან სოციალური ჯგუფი ფიქრობს, რომ 12 თვე შესაძლოა დაცული იყოს, ვადად ასეც განისაზღვრა. რაც შეეხება ამაზე ხანგრძლივ დროს, 12 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, უკვე იმუნიტეტის ქონა საეჭვოა. ზოგადად, ადამიანებს ვურჩევთ, რომ კოვიდის გადატანიდან მალევე აიცრან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები