მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მეხორბლეებს პასუხობს: „ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესება პურის ფასს გაზრდის“

62823ce6d55be
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 16:05
1130
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვას გამოეხმაურა და ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი უწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის და ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს.

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის,არც ჩვენი ხალხის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს.

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები