"პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა“ და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა, ასევე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე დეტალური ანგარიში მოისმინა", - ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
"პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი", - წერია რელიზში.
IDS BORJOMI-ის მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს - განცხადება
საქართველოს მთავრობისთვის IDS Borjomi-ის აქციების ნაწილის გადაცემის საკითხს ორი უწყება შეისწავლის