მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი „ღვინის ელჩების“ ამერიკული გეგმები - Hereti Global-მა აშშ-ში ღვინის გატანა დაიწყო

5f81a63ed6f8a
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.20 17:10
2576
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ მოქმედი სარესტორნე ბიზნესის მფლობელმა ავთანდილ ჩხეიძემ და მისმა პარტნიორმა ლევან ანჯაფარიძემ 2019 წელს აშშ-ში ღვინის იმპორტიორი კომპანია Hereti Global დაარეგისტრირეს და დაარსებიდან მალევე ნიუ-იორკის შტატში ღვინის შეტანის ოფიციალური ლიცენზიაც მიიღეს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას Hereti Global-ის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე აცხადებს პანდემიამ მათ შესაძლებლობა მისცა ეს პერიოდი, ქართული ღვინის პუპლარიზაციისთვის გამოეყენებინათ და გარკვეული სირთულეების მიუხედავად ნიუ-იორკში ქართული ღვინის შეტანა დაეწყოთ.

პარტნიორებმა ადამიანურთან რესურსთან ერთად, საკუთარი ფინანსური სახსრები ჩადეს და ამერიკაში Hereti Global-ის ქართული ღვინის ბრენდის პირველი ელჩებიც თავად გახდნენ.

„საწყისი ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 80 000 – 100 000 დოლარი ფარგელბშია, რომელიც შესაძლოა არ არის კოლოსალური თანხა, მაგრამ დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ გავითვალისწინებთ ამ საქმის წამოწყება ერთგვარი რისკსაც წარმოადგენ, თუმცა ვთვლით რომ ბაზარი აუთვისებელია და ჩვენ კი ვიცნობთ ბაზარს, სპეციფიკას, გარემოს და შესაბამისად კარგი დრო გვაქვს რომ ამერიკელებმა ქართული ღვინო გაიცნონ.
ამ საქმეში ჯერჯერობით მე და ლევან ანჯაფარიძე ვართ ჩართულები, თუმცა გვინდა რომ ქართული ღვინის ბრენდის ელჩების რაოდენობა 100-მდე გაიზარდოს, იმისთვის რომ პროცესები უფრო ეფექურად წარიმართოს“, - განაცხადა Hereti Global-ის დამფუძნებელმა.

კომპანიამ 7 სექტემბერს ქართულ კომპანია Alazani Estate Winery-სთან თანამშრომლობით პირველი სატესტო პარტია 132 000 დოლარის ღირებულების 16 500 ბოთლი ღვინო ნიუ-იორკის შტატში შეიტანა.

„ნიუ-იორკში დაახლოებით 15 000 ლიცენზირებული მაღაზია მოქმედებს, საიდანაც ქართული ღვინო დაახლოებით 60-70 წერტილში იყიდება. ფაქტობრივად მთელ შტატში ქართული ღვინოს 1%-იც არ აქვს ათვისებული. მივიჩნევ, რომ იმისთვის რომ ქართულ ღვინოზე იყოს მოთხოვნა, ამერიკელებმა პირველ რიგში უნდა გაიცნონ ის. ამიტომ Alazani Estate Winery-სთან თანამშრომლობით სექტემბერში შემოტანილი ღვინო 2 კვირაში 10 ლოკაციაზე შევიტანეთ

ჩვენი მიზანია 2 წელიწადში მინიმუმ 500 ლოკაციაზე შევიდეთ, რაც ნიუ-იორკის შტატის ლიცენზირებული ობიექტების 10%-იც კი არ იქნება. ეს დაახლოებით 7%-ია“, - აცხადებს ავთანდილ ჩხეიძე.





ბიზნესმენი ამბობს, რომ Hereti Global-ს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები აქვს და ის მხოლოდ ნიუ-იორკის შტატის ათვისებით არ შემოიფარგლება.

„სტრატეგიულად ბიზნესგეგმა 10-15 წელზე გვაქვს გათვლილი, იმისთვის რომ მთლიანად ავითვისოთ ნიუ-იორკის შტატი. ვგეგმავთ, რომ 1 წელიწადში დაახლოებით 4-5 კონტეინერი შემოვიტანოთ, ეს დაახლოებით 60 000 - 70 000 ბოთლია, მაგრამ ლოკაციების ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ამას მოჰყვება ნიუ-ჯერსის შტატში გასვლა და ა.შ.“, - განაცხადა ავთანდილ ჩხეიძემ.

Hereti Global-ი დღეს მოლაპარაკებებს 10-მდე კომპანიასთან აწარმოებს,და როგორც მისი თანადამფუძნებელი ამბობს, მათი მიზანი არა მხოლოდ განვითარებული კომპნიების ღვინის იმპორტი, არამედ დამწყები მეღვინეების მხარდაჭერაცაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესმენი მიიჩნევს ქართულმა ღვინომ ამერიკაში მაღალი საფასო სეგმენტი უნდა დაიკავოს.

„ჩვენ ვიბრძვით, რომ ქართული ღვინის ფასი ბაზარზე იყოს მაღალი და ავიღოთ საშუალო სეგმენტი, იმისთვის რომ ღვინის ღირებულება 10-დან 20 დოლარამდე იყოს. ვფირობთ, რომ აშშ-ში ღვინოზე მოთხოვნა საქართველოში ყუძენზე მოთხოვნას და შესაბამისად ფასს გაზრდის, რაც გლეხს ყოფას შეუმსუბუქებს და თუ დღეს გლეხები ვაზის გაჩეხვაზე ფიქრობენ, რადგან მათთვის მევენახეობა მომგებიანი აღარაა, ხვალ ამ სურათს ჩვენი დახმარებითა და ძალისხმევით შევცვლით“, - უთხრა BM.GE-ის Hereti Global-ის თანადამფუძნებელმა.

მისი თქმით, ღვინო პირველი ქართული პროდუქტია, რომელიც Hereti Global-მა აშშ-ში გაიტანა, ამის შემდეგ კომპანია ქათული - 4 სახეობის ჭაჭის გატანას გეგმავს, რადგან ეს ნიშა ამერიკაში სრულიად თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები