ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერია მიშელის „ტვიტში“.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს განიხილავენ.