მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივენთ" კომპანიებს და კინოთეატრებს სახელმწიფო ლიზინგის პროცენტსაც დაუსუბსიდირებს

5fc8b4ecf0ff0
ანუკა ჯოხაძე
03.12.20 13:44
771
ივენთ კომპანიებს და კინოთეატრებს სახელმწიფო ლიზინგის პროცენტსაც დაუსუბსიდირებს -  ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, საბანკო სესხებთან ერთად, რომლის პროცენტის სუბსიდირებაც "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში 1 წლის განმავლობაში მოხდება, სახელმწიფო კინოთეატრებსა და ივენთ კომპანიებს ლიზინგის პროცენტსაც დაუსუბსიდირებს, რადგან აღნიშნულ სექტროში მომუშავე კომპანიებს ინვენტარი სალიზინგო ვალდებულებით აქვთ შეძენილი.

“ცვლილებები, რომელიც შემოგვაქვს პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ეხება ივენთ კომპანიებს, რომლებზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა. ახლა ჩვენ შემოგვაქვს ასევე ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რადგან მათ მოგვმართეს თხოვნით. მათ გარკვეული ინვეტარი აქვთ ლიზინგით შეძენილი და აქ ჩვენ პროცენტისგან პრაქტიკულად გავათავისუფლებთ, დავასუბსიდირებთ. ასევე ამავე პროგრამაში, სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამაში შემოგვყავს კინოთეატრები, რომელიც არის კიდევ ერთი დაზარალებული ინდუსტრია”-აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 

ცნობისთვის, სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ერთვებიან სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებიც, პროგრამა მათთვის ოფიციალურად ხვალიდან ამოქმედდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს სექტორის მიერ მათთვის წარდგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარი გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები