მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეცნობით ე.წ. best practice-ებს“ - ამირან გამყრელიძე ზამთრის კურორტების გახსნაზე

6013d9d3edeb4
ინგა მურუსიძე
29.01.21 13:50
1297
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნით, ინდუსტრიამ არაერთი აქცია გამართა.

ამირან გამყრელიძეც ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა ახლაც NCDC-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, თემაზე "მიდის მუშაობა".

"ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის სამუშაო ჯგუფი, მათ აქვთ თავიანთი ხედვები თუ როგორ შეიძლება გაიხსნას ზამთრის კურორტები; ძირითადად, საუბარია საბაგიროების ამუშავებაზე, რადგან ვისაც კერძო აპარტამენტი და სახლი აქვს, ისინი იქ ისედაც ისვენებენ. ჩვენც გვთხოვეს და NCDC-ის წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ იყვნენ შეხვედრაზე და მუშაობენ, ეცნობიან ე.წ. best practice-ებს. მოგეხსენებათ, ევროპაში ზამთრის კურორტები სრულად მხოლოდ შვეიცარიაშია გახსნილი, თუმცა იქაც ყველგან - არა, ზოგან სასტუმროები დაკეტილია. დანარჩენი ცნობილი ზამთრის კურორტები კი, მხოლოდ ადგილობრივებისთვის არის გახსნილი და იქაც შესაბამისი კონტროლია, ამიტომ ამ ყველაფერ სწავლობენ და გადაწყვეტილება შემდეგი შეხვედრების დროს იქნება მიღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები