მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს ეკონომიკის სამინისტროს ფილარმონიის მართვასთან დაკავშირებით?

5de0f0d0875eb
თელარა გელანტია
29.11.19 14:38
1070
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ამჟამად თბილისის დიდი სახელმწიფო დარბაზის (ფილარმონიის) ინვენტარიზაციას ახორციელებენ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. ფილარმონიის დროებით დირექტორად კი, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვასილ ვაშაკიძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, ფილარმონიის დირექტორიც იქნება.

„როგორც იცით, ჩვენ შევწყვიტეთ ფილარმონიის მენეჯმენტ კომპანიასთან კონტრაქტი და გვაქვს დავა სასამართლოში იმ დავალიანების და საჯარიმო სანქციების გამო, რაც დაგროვდა. შევცვალეთ მენეჯმენტი, რომელიც აკეთებს ინვენტარიზაციას, მაგრამ შემდგომში ვიმსჯელებთ უფრო პროფესიონალურ მენეჯმენტზე, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კულტურული ცენტრი განვითარდეს, სრული მასშტაბით დაიტვირთოს და კვლავ თავისი ადგილი აღიგინოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფილარმონიის პრივატიზაციას არ გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები