„დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი დღეისთვის 4%-ზე დაბლაა ჩამოსული.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა ასეთია:
8 თებერვლიდან - თბილისში, ქუთაისში და რუსთავში - მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკორტაქსებიც - ამოქმედდება.
8 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება ბაზრობები;
15 თებერვლიდან - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ;
15 თებერვლიდან - ამოქმედდება კვების ობიექტების, რესტორნების ღია სივრცეები.
მიუხედავად გასხნის გადაწყვეტილებებისა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.
მთავრობა კვლავ ძალაში ტოვებს ე.წ. კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; დახურული რჩება მთის კურორტები, უმაღლესი სასწავლებლები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.