მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს? - რეკომენდაციები განახლდა

603d28818caa4
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.21 00:00
1768
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე აამოქმედეს, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. 

რესტორატორების ინფორმაციით, კვების ობიექტების სრულად ფუნქციონირების შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით მისაღებ ზომებსა და რეგულაციებზე ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს.

შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი.

• კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.
• ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენებისას წარმომადგენელი შეკვეთას შენობის გარეთ, დისტანციის დაცვის ნორმებით უნდა დაელოდოს, ხოლო თუ მომხმარებელი თავად ელოდება შეკვეთას, მოცდის პროცესში დახურულ სივრცეში მას უნდა ეკეთოს პირბადე.
• სტუმრებისთვის ადგილები წინასწარ იატაკის სანიშნებით უნდა იყოს განსაზღვრული;
• დასაქმებულმა დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა მოახდინოს და შესაბამის ჟურნალში აღრიცხოს, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში აუციელებელია როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლების თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის დისტანციური მზომის გამოყენებით; ამასთან, უნდა გაკონტროლდეს ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
• სალაროსთან დამონტაჟებული უნდა იყოს დამცავი გამჭირვალე ბარიერი, სამუშაო ადგილზე კი უნდა განთავსდეს 70%-ის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი;
• უპირატესობა უნდა მიექცეს უნაღდო ანგარიშსწორებას.
მნიშვნელოვანია, რომ ღის სივრცეში, ანუ ტერასა/ვერანდაზე დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი წესების დაცვით უნდა მოხდეს:
• მაგიდებს შორის მანძლი უნდა იყოს 2 მეტრი, ხოლო სკამების საზურგეებს შორის - 1 მეტრი; მაგიდებს შორის 2 მეტრიანია დისტანციის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იყოს დამცავი ბარიერი;
• 1 მაგიდასთან არ უნდა იჯდეს 12 ადამიანზე მეტი, გამონაკლისის სახით 12 წლამდე მოზარდის იმავე მაგიდასთან განთავსება შეიძლება;
• გამასპინძლება ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდით უნდა მოხდეს, ხოლო სასმელების შეკვეთისას, სასმელის მიტანა ინდივიდუალურად მაგიდასთან მიტანით უნდა მოხდეს.

მნიშვნელოვნად განსხვავდება რესტორნების დახურული სივრცეების მოქმედების წესები:

• დახურულ სივრცეში ყოველ 4მ2-ზე დაიშვება მხოლოდ 1 მომხმარებელი, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60-ს;
• მაგიდებს შორის დისტანცია ამ შემთხვევაშიაც 2 მეტრია, მაგრამ 1 მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის დისტანცია 1 მეტრი უნდა იყოს; ასევე 1 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს სკამის საზურგეებს შორის; თუ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, მაშინ გამოყენებულ უნდა იყოს დამცავი ბარიერი.
• მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანის განთავსებაა დაშვებული, გამონაკლისს აქაც 12 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ.
• დახურული სივრცეები ბუნებრივი ვენტილაციით უნდა განიავდეს, ხოლო თუ ამის საშუალება არ არის, გამოყენებულ უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაცია, რაზეც საინჟინრო კონტროლი უნდა მოხდეს;
• ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში კი ვენტილაცია არასამუშაო საათებშიც ჩართული უნდა იყოს. საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენებისას 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება უნდა მოხდეს;
• ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდთან ერთად სტუმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ბეჭდური ერთჯერადი მენიუებით, ელექტრონულის შემთხვევაში კი მენიუს დაფასთან უნდა იდგას სადეზინფექციო საშუალებები.
• კვების ობიექტების შიდა სივრცეებში სასმელის მიტანა მაგიდასთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს;

ამასთან, რეკომენდაციებში დაწვრილებითაა გაწერილი ჭურჭლისა და სხვა საჭირო საშუალებები რეცხვის, ასევე სამუშაო სივრცის დასუფთავებისა და დეზინფექციის წესები და დამსაქმებელ-დასაქმებულის ვალდებულებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები