მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესებით იხსნება 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები?- ბიზნესთან შეხვედრის დეტალები

60114dfa3d778
ელენე გოგბერაშვილი
27.01.21 15:25
1402
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები სავჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, მთავრობის სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გარკვეული შეზღუდვებით იხსნება. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ის წესები განიხილეს, რომლის დაცვაც 1 თებერვლიდან ბიზნესს მოუწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ბიზნესი მთავარობასთან გარკვეული მოთხოვნებით მივიდა, თუმცა ეკონომიკურმა გუნდმა მათი არცერთი შეთავაზება არ გაიზიარა. მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა კომენდანტის ერთი საათით გადაწევაზე. სავაჭრო ცენტრებმა ვერც შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მიიღეს.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან განმარტება მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ არის შესაძლებელი გარკვეული ოპერირების წესების შემსუბუქება, მაგალითად როგორც იცით, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც 1 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი, ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება, ისევე როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანთა დაშვებასთან დაკავშირებით (ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი).

რაც შეეხება შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით გადაწყვეტილების ლოგიკა, რასაც ეფუძნება ეს შეზღუდვა და ამ თავლსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით, დავაკომპენსიოროთ გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ საზოგადოებას, ასევე ბიზნესს ვეუბნებით, რომ მაშინ, როცა დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე ჩვენ შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას.

ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდფონის ყოველდღიურ და დეტალურ ანალიზს. ამდენად ამ გადაწყვეტილების გადახედვაც, რომ 21 საათიდან გაადადგილების შეზღუდვა შეიცვალოს ან შაბათ-კვირის შეზღუდვა არ გავრცელედეს, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი და შესაბამისად ამაზე არც გვისაუბრია“-თქვა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ მაღაზიებს ასევე 1 თებერვლიდან ევალებათ გარკვეული რაოდენობა თავისი თანამშრომლების გატესტონ, კერძოდ ეს არის თანამშრმელთა 20%. ასევე მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო მზად არის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ ადამიანთა ტესტირება.

რაც შეეხება ბიზნესის კიდევ ერთ მოთხოვნას, რომ ისინი გათავისუფლდენენ ქონების გადასახადისგან, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს შეღავათი მხოლოდ ტურიზმის სექტორს და რესტორნებს ეხებათ და სავაჭრო სექტორისთვის არც ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და არც ელეტქროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შესაძლებელი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები