მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნებისთვის შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვა და 21:00 საათიდან დახურვა - რას განიხილავს მთავრობა?

5fbb9c347d985
ინგა მურუსიძე
23.11.20 15:25
7104
მთავრობის ეკონომიკური გუნდი, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბიზნეს-სექტორს ხვდებიან. შეხვედრა უკვე გაიმართა რესტორნების წარმომადგენლებთან. როგორც bm.ge-ის რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ უთხრა, მთავრობა "ლოქდაუნს" გამორიცხავს, თუმცა შეზღუდვები გამკაცრდება.

ბურჯანაძის ინფორმაციით, მინისტრებმა რესტორნების წარმომადგენლებს ჰკითხეს, თუ რა სახის შეზღუდვა იქნება მათთვის ნაკლებად ზარალიანი.

„ჩემი მხრიდან დაისვა საკითხი, რომ ყოვლად დაუშვებელია ახალი, დამატებითი რეგულაციების შემოღება. კონკრეტულად თუ დღეს 22:00 საათზე იკრძალება მოძრაობა, საუბარი მიდის, რომ ამიერიდან 21:00 საათიდან იყოს შეზღუდვები ან შაბათ-კვირას აიკრძალოს რესტორნების მუშაობა და ა.შ. ეს იყო შესაძლებლობების განხილვა, რა უფრო ნაკლებად ზარლიანი იქნებოდა რესტორნებისთვის, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეზღუდვა რესტორნების დახურვას გამოიწვევს“, - განაცხადა მან.

რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ, ზოგადად, რესტორნების ხელმძღვანელები თავიანთი ბიზნესის ერთი ან ორი თვე დახურვას გადაიტანენ, თუმცა იქ დასაქმებულ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ.

რაც შეეხება მთავრობის დახმარების პაკეტებს, როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, ამ საკითხზე მუშაობა მიდის, თუმცა დღეს
საუბარი არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები