მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შევა პარლამენტში "ფოსტისა" და "ელექტრონული ვაჭრობის შესახებ" კანონები?

6239b5a6c9649
მარიამ ვარადაშვილი
22.03.22 15:39
1032

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, "ფოსტისა" და "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტები მომზადებულია და უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ. 

მისივე თქმით, ფოსტის შესახებ კანონზე განსხვავებით ელექტრონული კომერციისგან, კერძო სექტორთან კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. 

“ეს კანონპროექტები მომზადებულია. ისინი გასულ წელსაც მომზადებული იყო, თუმცა გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რათა დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო როგორც მთავრობის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ელექტრონული კომუნიკაციების კანონს კერძო სექტორთან კომუნიკაციები გავლილი აქვს. უახლოეს კვირებში წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს განსახილველად გადმოეგზავნება. ფოსტის შესახებ კანონიც კონსულტაციების ბოლო ეტაპზეა და დაგეგმილია კერძო სექტორთან კონსულტაციები. ერთ თვეში ვფიქრობ, რომ ფოსტის კანონსაც მთავრობაზე განვიხილავთ და შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადმოვაგზავნით”,-განაცხადა არველაძემ პარლამენტში.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა, როდის აპირებს მთავრობა პარლამენტს ეს კანონპროექტები წარუდგინოს? პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე გენადი არველაძემ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები