მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან იმპორტიორი TOP-10 უმსხვილესი კომპანია - 2022 წელი, I კვარტალი

62739b4c45d68
თელარა გელანტია
05.05.22 13:37
2744
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან საიმპორტო კავშირები გაზარდა, რაც საქსტატის მონაცემებით დასტურდება. მარტში ქვეყანამ 91.6 მილიონი დოლარის რუსული საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 მილიონი დოლარით (2.5%-ით) მეტია.

რუსულ იმპორტში წამყვან პოზიციებს ენერგომატარებლები - ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია იკავებს. თანხობრივად იმპორტის მატებას ძირითადად ენერგომატარებლების გაძვირება განაპირობებდა.

მიმდინარე წლის I კვარტალში კი, საქართველომ რუსეთისგან 273,5 მლნ დოლარის საქონელი იყიდა ანუ 23.7%-ით მეტი, ვიდრე - შარშან.

აღსანიშნია, რომ საქართველოს იმპორტში რუსეთის წილი 10.2% იყო პირველ კვარტალში, რითაც ის მესამე პოზიციაზეა თურქეთის და ჩინეთის შემდეგ.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა იმ კომპანიების წამყვანი სია, რომლებიც 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან იმპორტით იყვნენ დაკავებული. საქსტატის განმარტებით, ისინი რიგითობის მიხედვით სტატისტიკას ვერ გაასაჯაროვებენ, თუმცა რიგითობის გარეშე, რუსეთიდან იმპორტით დაკავებული კომპანიების ათეულის წარმოდგენა შეუძლიათ. 

ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი რუსეთიდან შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს - პირველი ათეული (წარმოდგენილი არაა რიგითობის მიხედვით).

• სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
• სს ელიტ ელექტრონიქსი
• შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია
• შპს ჯი არ სი
• შპს ალტა
• შპს შარმ ტრეიდინგი
• შპს ჯორჯიან მანგანეზი
• შპს უნი-2
• შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
• შპს ლუქს ოილი

შენიშვნა: იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

BMG-ის კომპანია "ელიტ ელექტრონიკსიდან" აცნობეს, რომ მარტიდან კომპანიამ რუსეთიდან იმპორტი ფაქტობრივად შეაჩერა და პროდუქტების მოწოდება სხვა ქვეყნებზე, მათ შორის ჩინეთზე, ვიეტნამსა და ევროკავშირზე გადაიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები