2021 წელს საქართველოს იმპორტმა $10 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან ყველას იმპორტი გაზრდილია.
2021 წლის განმავლობაში იმპორტის უმსხვილესი ჯგუფები იყო:
1. მსუბუქი ავტომობილები - 898.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15%; (განკუთვნილია ძირითადად რეექსპორტისთვის, რადგან ამავე პერიოდში საქართველოდან უცხოეთში 457 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა) 
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 822.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 65%;

3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 736 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.4%; (სპილენძის მადნები განკუთვნილია რეექსპორტისთვის)

4. მედიკამენტები - 382 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16.8%;
5. ბუნებრივი აირი - 354 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12.6%;

6. მობილური ტელეფონები - 222.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 34.9%;

7. კომპიუტერები, სერვერები და სისტემური ბლოკები - 147.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 127.9%; (მათი ნაწილი მაინინგისთვისაა განკუთვნილი)

8. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 119.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 169%;

9. სატვირთო ავტომობილები - 105 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45%;
10. თამბაქოს ნაწარმი - 101.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14.5%

სხვა დანარჩენი საქონელი - 6.2 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 20.9%.