მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მოძიებისთვის ტენდერს აცხადებს

5e1eec80e3608
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 14:43
3750
საქართველოს სახელმწიფო აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს შავი ზღვის შელფურ ზონაში ბუნებრივი რესურსების მოპოვების თაობაზე. 

ბუნებრივი აირის და ნავთობის მოპოვების შესახებ ტენდერი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა  სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ" გამოაცხადა. სახელმწიფო შავი ზღვის შელფური ზონის ორ მონაკვეთზე - II და III სალიცენზიო ბლოკზე აცხადებს ტენდერს. მეორე სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატული კილომეტრი, მესამე სალიცენზიო ბლოკის ფართობი კი, 3,468 კვადრატული კილომეტრია. 

სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი. განაცხადებიც 20 აპრილს, 18:00 საათზე გაიხსნება.



სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

დამატებითი ინფორმაცია

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ 2020 წლის 1 თებერვლიდან. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ქონდეთ ზღვაზე ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების და/ან მოპოვების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.

სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:

ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;

ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;

გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის;

დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;

ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.

წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

საქართველო, ქ. თბილისი 0114,

სანაპიროს ქუჩა #2.

ტელ: (+995 32) 2253399/02

ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge

საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი

v.mikeladze@saog.gov.ge

ტელ: +995 595 000 025

ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი

a.chabukiani@saog.gov.ge;

ტელ: +995 595 000 050

დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი

d.gabelaia@saog.gov.ge

ტელ: +995 599 033 043

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები