ხელშეკრულება მხარეთა მიერ 21 იანვარს არის ხელმოწერილი და მის ფარგლებში კომპანიის გასამრჯელო თვეში 65,000 დოლარი ანუ წელიწადში $780,000 დოლარი იქნება.
ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა მოელის, რომ ლობისტური კომპანია დაეხმარება საქართველოს მთავრობას აშშ-ში სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაში. ანალოგიური პირობებით ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციას ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წელსაც.
ამას გარდა, გასულ წელს მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდა ხელშეკრულება კომპანია StrateVarious-თან, რომლის ღირებულებაც $120,000 დოლარი იყო. ამ კომპანიასთან ხელშეკრულების განახლება ჯერ არ მომხდარა.
ჯერ არ განუახლებია ლობისტური ხელშეკრულებები პარტია "ქართულ ოცნებას", რომელსაც 2020 წელს $1,200,000-ის ღირებულის ორი კონტრაქტი ჰქოდა. მათგან ყველაზე მსხვილი $900,000 დოლარის მოცულობის ხელშეკრულება იყო კომპანია Hogan Lovells-თან, ხოლო მეორე კონტრაქტი კი, კომპანია DCI Group-თან იყო გაფორმებული და მისი ღირებულება $300,000-ს შეადგენდა.