მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2024 წლამდე გადავადდა

61f12c9850f84
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.22 15:24
2124
თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დედაქალაქის ტერიტორიაზე ადვილად აალებადი და ფეთქებადსაშიში საქონლის, ასევე მეორეული საბურავების და ჯართის გაყიდვის თაობაზე მიღებული აკრძალვა 2024 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

საკრებულომ აკრძალვის შესახებ ბრძანება 2020 წლის თებერვალში მიიღო და ის მიზნად, ე.წ. “ელიავას” და სხვა მსგავსი ბაზრობების შეზღუდვას და მათ ფაქტობრივ აკრძალვას ისახავდა მიზნად, თუმცა პანდემიის გამო ის ჯერ 2022 წლამდე გადავადდა შემდეგ კი კიდევ ერთხელ 2024 წლამდე.

“ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა ან/და რეალიზაციაზე გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან,” - ნათქვამია ბრძანებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები