„მე ეს ინფორმაცია არ მაქვს“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა და მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც თურქული Is Bank-ისა და Ziraat Bank-ის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის "აპრას" World ბარათების მომსახურების დაწყებას შეეხებოდა.
„შევისწავლით ამ ინფორმაციას და ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.