მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირის რძისგან წარმოებული ქართული საპონი Ebay-ზე გაიყიდება - „სახედარის“ დამფუძნებელი

6183d973b18d2
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.21 00:00
1036
„სახედარის“ მიერ ვირის რძისგან დამზადებული საპონი Ebay-ზე გაიყიდება - ამის შესახებ BM.GE-ის ვირების ფერმა „სახედარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა თემურ ლომიძემ განუცხადა.

დღეისთვის სატესტო პარტია უკვე გაგზავნილია და პროდუქტი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ელ-კომერციის პლატფორმაზე დაახლოებით 10 დღეში გამოჩნდება. თემურ ლომიძის თქმით, მისი სარეალიზაციო ფასი 15 დოლარი იქნება.

„სატესტო პარტიის შემდეგ შევხედავთ, როგორი იქნება მოთხოვნა პროდუქტზე და ამის შემდეგ ალბათ უფრო დიდი მოცულობის პარტიას გავაგზავნით“, - ამბობს სახედარის დამფუძნებელი.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის კომპანია ვირის რძისგან 5 სახეობის საპონს აწარმოებს და მის რეალიზებას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აშშ-ში ვირის რძისგან დამზადებული კოსმეტიკური ხაზის პროდუქტებთან ერთად ახდენს. თემურ ლომიძის თქმით, დღეისთვის კომპანია 200-300 საპონს აწარმოებს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში წარმოების გაზრდა შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები