მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვითიბი ბანკი“ საქართველოს ტოვებს“ - ბანკის ხელმძღვანელი

62b0749855a63
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.22 17:23
7328
„ვითიბი ბანკის“ ხელმძღვანელის ანდრეი კოსტინის განცხადებით, ბანკი თავის პოზიციებს მხოლოდ საქართველოში თმობს და ქვეყნიდან გადის. ამის შესახებ მან „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც „ვითიბი ბანკის“ მიერ არსებული გამოწვევების დაძლევაზე ისაუბრა.

საერთაშორისო ბაზრებზე დსთ-სა და აზიურ ქვეყნებში ბანკის წარმომადგენლობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ ბანკი, საქართველოს გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში დარჩა.

„ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ჩვენს შვილობილ ბანკებს არსად არ ვყიდით. ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს და ყველგან დავრჩით. მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა მდგომარეობაა. აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში კი ვრჩებით და ეროვნულ ბანკებთან და კერძო ბანკებთან თანამშრომლობის საკითხებს ვავითარებთ, რათა ვიყოთ საკვანძო ბანკი ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებისას. ჩვენ ამ ქვეყნებში ბიზნესის პერსპექტივებს ვხედავთ“, - განაცხადა კოსტინმა.

"ვითიბი ბანკმა" საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში მისი შვილობილი ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გაყიდა. ბანკის აქტივები "ლიბერთიმ" და "ბაზისბანკმა" შეიძინეს. 

2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის აქტივები ამ დროისთვის 1.6 მილიარდი ლარით იყო შემცირებული და 501 მილიონ ლარს შეადგენდა. ანუ თუკი 2021 წლის მეოთხე კვარტალში ბანკის ზომა 2.1 მილიარდ ლარს აღწევდა, ის 2022 წლის 1 კვარტალში 501 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამ თანხიდან ბანკის სააქციო კაპიტალი 209 მილიონ ლარს შეადგენდა. 

2022 წლის 1 კვარტალში ბანკმა 24.2 მილიონი ლარით იზარალა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები