მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სარგებლის განაწილების ფონდი“ - ახალი ინიციატივა ენერგეტიკაში

BM.GE
04.02.22 18:46
561
„სარგებლის განაწილების ფონდი“ - ასე ერქმევა, სავარაუდოდ, ფონდებს მუნიციპალიტეტებში, სადაც განახლებადი ენერგიების ინვესტორების მიერ - იქნება ეს ჰიდრო, მზე თუ ქარი - გადახდილი ქონების გადასახადიდან გარკვეული ნაწილი მოიყრის თავს და ე.წ. ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ინიციატივა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციას ეკუთვნის და მთავარი მიზანია, მოსახლეობაში გენერაციის ობიექტების მისამართით არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა და ასევე, იმ სარგებლის გაზიარება და მიღება, რომელიც ენერგეტიკაში ინვესტიციებს მოაქვს.

უფრო მეტს ჩვენი ჟურნალისტი თელარა გელანტია მოგვიყვება, ის ესაუბრა ასოციაციის ხელმძღვანელს გიორგი აბრამიშვილს და ასევე ენერგეტიკის სამართლის ცენტრის ხელმძღვანელ მაკა ფარცვანიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები