2 490 ახალი შემთხვევა, 2 056 გამოჯანმრთელებული – 10 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა
BM.GE
10.10.21 10:47
• 481
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს კორონავირუსი 2 490 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა. გამოჯანმრთელდა 2 056 ადამიანი.
რაც შეეხება გარდაცვალებას, Covid-19–მა გასული დღე–ღამის განმავლობაში კიდევ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და კახეთში დაფიქსირდა.