მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ჯანდაცვა ბიზნესი? – „თოდუას კლინიკის“ გენმენეჯერის პასუხი

634943944e0d3
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.22 15:57
617
არის თუ არა ჯანდაცვა ბიზნესი? – ამ კითხვაზე თავისი პასუხი და მოსაზრება BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში „თოდუას კლინიკის“ გენერალურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის მართვის სპეციალისტმა გიორგი დიასამიძემ წარმოადგინა.

მან აღნიშნა, რომ სამედიცინო საქმიანობისას ყველაზე მთავარი პაციენტზე ზრუნვაა და დაწესებულებების მართვაც სწორედ აქედან უნდა გამომდინარეობს. ის აღნიშნავს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ეუხერხულებათ, თუმცა თვლის, რომ ჯანდაცვა ბიზნესია, ოღონდ არა კლასიკური გაგებით.

"ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ დიახ სამედიცინო საქმიანობა გარკვეულწილად ბიზნესია. ეს პაციენტებში ძალიან დიდ აგრესიას იწვევს, თუმცა თუ მედიცინა არ იქნება ბიზნესი და მოგების გენერირება არ მოხდება, მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება. ეს იმდენად სწრაფად განვითარებადი დარგია და იმდენად მუდმივ, დიდ რეინვესტირებას საჭიროებს, ამას ხელშეწყობა სჭირდება. მოგების გარეშე დაწესებულებას ყველა იმ თანამედროვე მიღწევის დანერგვა გაუჭირდება, რომლის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია.

თუ ეს არ არის სახელმწიფო კლინიკა, რომელსაც სახელმწიფო სუბსიდირება აქვს და ამით ახერხებს სიახლეების დანერგვას. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიცინა წარმატებული იყოს, აუცილებელია დაწესებულებები მომგებიანები იყვნენ. თუმცა ეს ყველაფერი ადეკვატურობის ფარგლებში უნდა იყოს, ეს უნდა იყოს დარეგულირებული, რასაც მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არეგულირებს, ფასები უნდა იყოს რეალური და ხელმისაწვდომი. ჩვენი პირველი ამოცანა ჯანდაცვა ხელმისაწვდომობა უნდა იყოს და შემდეგ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ მომგებიანობაზე, რაც შემდგომში ისევ პაციენტს უნდა მოხმარდეს.

კლასიკური გაგების ბიზნესი ეს არ არის, რადგან აკუმულირებული მოგების ალბათ 80% თავისივე საქმეს უნდა დაუბრუნდეს“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ჯანდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია „ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები