მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი აპირებს კონგრესს სამხედრო ხარჯებისა და მილიარდერებისთვის გადასახადის ზრდის თხოვნით მიმართოს

6241cc92ca8f8
მარიამ ვარადაშვილი
28.03.22 19:09
843
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს კონგრესს სამხედრო ხარჯებისა და მილიარდერებისთვის გადასახადის ზრდის თხოვნით მიმართოს.

თეთრი სახლის განცხადებით, ბიუჯეტი სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: ფისკალური პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და უკეთესი ამერიკის მშენებლობის ვალდებულება.

როგორც Reuters წერს, მილიარდერებისთვის გადასახადის ზრდა გულისხმობს არარეალიზებული ინვესტიციის დაბეგვრასაც. პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ხანია აცხადებდა, რომ აშშ-ის საგადასახადო სისტემა მდიდრებს “აჯილდოებს” და მდიდრებმა სოციალური მომსახურებისთვის ბევრი უნდა გადაიხადონ.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ჯამში 800 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აშშ პირდაპირ არ მონაწილეობს ვაშინგტონი უკრაინას იარაღით ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები