მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერკეტის შემთხვევაში, სანქციებთან მიმართებით, რა პოლიტიკა ექნებოდა პრეზიდენტს? - პასუხი

64a033540d338
ინგა მურუსიძე
01.07.23 18:20
539
„მე ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" კითხვას იმის შესახებ, მას რომ ბერკეტი ჰქონდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, აირჩევდა "მოლდოვურ მოდელს" ანუ არ შეუერთდებოდა სანქციებს, თუმცა მხარს დაუჭერდა უკრაინას თუ დარჩებოდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო ორიენტირის ერთგული.

„ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია; რუსეთის დაპირებების არასოდეს უნდა გჯეროდეს, რადგან „გადაგაგდებს“. რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არის სწორი, მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტი და როგორც კი ხედავს, რომ შეუძლია შენსკენ წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა... არა სამხედრო კუთხით, არამედ სხვა ფორმებით. ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ ჩვენს ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში. უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარი დათმობის პოლიტიკას. მოლდოვა უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე - ჩვენ. იქაც არ ყოფილა კონფრონტაცია რუსეთის მხრიდან, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ვართ უკრაინის მხარეს.

სანქციებს არ ვასრულებთ და ამას არავინ გვთხოვს; არავის უთხოვია, რომ დამატებითი სანქციები მივიღოთ და ჩვენი ღვინო არ გავყიდოთ. ჩვენ გვთხოვენ, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდეს იმ სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაწესებული.

მე შევხვდი სანქციების მხრივ ევროკავშირის, ამერიკის და ბრიტანეთის წარმომადგენლებს და უნდა ითქვას, რომ მათ არ ჰქონიათ მკაცრი შეფასება საქართველოზე. მე ეს ძალიან კარგად მესმის, რადგან ვიყავი ირანის სანქციების ზედამხედველი და ვიცი, რომ მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საზღვარი აქვთ <სანქცირებულ ქვეყანასთან> მათთვის სანქციების საკითხი უფრო რთულია და არ მოეთხოვებათ <შესრულება> ისეთივე მკაცრად, როგორც ქვეყნებს, რომლებიც შორს არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გაართულო სიტუაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან მაგალითად მოიყვანა ფრენების აღდგენის საკითხი რუსეთთან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქციების ჯგუფის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ფრენების აღდგენა ქმნის პუნქტებს იმისთვის, რომ შესაძლოა, [სანქცირებული]პროდუქტები იქნას გატარებული.

„მე ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად. რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდის, არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარების წარმომადგენლები, მაგრამ შენ როგორც სახელმწიფომ მოსახლეობას უნდა გაუჩინო დაცულობის შეგრძნება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, შეკითხვაზე, რა თქვა სანქციების ჯგუფმა EU-ს სანქციების გვერდის ავლისთვის შესაძლო „შავ ხვრელების“ არსებობაზე საქართველოში, პრეზიდენტი პასუხობს, რომ „სანქციების გვერდის ავლის მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არისო - ეს იყო დასკვნა, რაც მივიღეთ ამ ეტაპზე".

"სანქციების პრობლემა ის არის, რომ ყოველდღიური ზედამხედველობა და გამკაცრება უნდა. საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგები, დამატებითი თანამშრომლობა და მე როგორც ვიცი, შემოგვთავაზეს დამატებითი თანამშრომლობა, რომ დაგვეხმარონ, რომ არ გაჩნდეს ე.წ. შავი ხვრელები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები