მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ექიმი

5f5244f7989fb
ინგა მურუსიძე
04.09.20 17:43
964
კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ალადაშვილის კლინიკაში, მისმა მკურნალმა ექიმმა განაცხადა.

„ჩვენთან შემოყვანილია 33 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. მას აქვს დაზიანებები და დამწვრობა სახის მიდამოებში, ჭრილობები აქვს მხრის, გულ-მკერდის და კისრის არეში“, - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მამაკაცის მკურნალობა.

ინფორმაციისთვის, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 2 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები