დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა იმართება.
სხდომის დასრულებისთანავე, 12:00 საათე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომელზეც მედიას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
პრესკონფერენციაზე სებ-ის პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.
ცნობისთვის: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 9%-ია. რაც შეეხება ინფლაციას, დეკემბერში ფასების წლიური ზრდის დონემ 7% შეადგინა. 2020 წლისთვის მიზნობრივი ინფლაციის სახით 3%-ია განსაზღვრული.