მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU -ს 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში - რა ეტაპზეა საქართველო?

BM.GE
20.04.23 23:40
304
რა ეტაპზეა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი - საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დღეს სტატუსმეტრი წარადგინეს. ორგანიზაციების შეფასებით, „ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების პრაქტიკულად გათვალისწინება. რაც შეეხება სხვა საკითხებს - ორი მეტწილად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, ხოლო ხუთი რეკომენდაცია სრულად შეუსრულებელია. ეს არის ისეთი რეკომენდაციები როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში შემოდგომამდე რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები