მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთს წლის ბოლომდე გავხსნით - ირაკლი ქარსელაძე

6389d7f2009b6
BM.GE
02.12.22 22:35
844
„მიუხედავად გამოწვევებისა და შეფერხებებისა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთზე. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც სამუშაოების პროგრესი წლის ბოლოსთვის უკვე 70%-ს გადააჭარბებს. მეტიც, წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს 4 ზოლიანი 5 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გრიგოლეთი-ქობულეთის საგზაო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურის მხარეში, გიორგი ურუშაძე გაეცნენ.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი მონაკვეთი კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს. გიორგი ურუშაძის შეფასებით კი, პროექტი ტურისტული ზონების გვერდის ავლით გადაადგილების საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ისე ტურისტულ ზონების ეკოლოგიური გაჯანსაღებისათვის.

პროექტის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები