მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზათსარგებლობიდან შემოსავალი რეკორდულ ნიშნულზეა - მაისში, საქართველოს დერეფანმა 41 307 ტრაილერი გაატარა

62b35524b81b9
ნინო ტაბატაძე
23.06.22 10:10
1317
საქართველოს დერეფანში სახმელეთო სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად მაღალია. მაისში ქვეყანაში 41,307 სატვირთოს გატარება მოხდა. რეკორდული იყო გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალიც, რაც მხოლოდ 1 თვეში 8,261 მლნ ლარს აჭარბებდა.

5 თვის მონაცემებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტმა სატვირთო გადაზიდვებიდან 31.468 მლნ ლარის კონტრიბუცია მოხდა, ზრდა წლიურ ჭრილში 20.8 % ანუ 5.4 მილიონი ლარია.

გატარებული სატვირთოების მიერ გადახდილი გზათსარგებლობის საფასური/ 2022 წელი:

იანვარი - 26,742 სატვირთო / 5,348,454 ლარი
თებერვალი - 30,493 სატვირთო / 6,098,630 ლარი
მარტი - 24,780 სატვირთო / 4 956 096 ლარი
აპრილი - 34,021 სატვირთო/ 6 804 201 ლარი
მაისი - 41,307 სატვრითო / 8,261,368 ლარი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი გაზარდა. აქამდე თითოეული ტრაილერი 200 ლარს იხდიდა, თუმცა 20 ივნისიდან გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარი ღირს.

მოსაკრებლის გაძვირებით საქართველოს სატრანსპორტო დერეფნიდან შემოსავლის ათობით მილიონი ლარით გაზრდა შეეძლება.

2010 წელს, როდესაც 200 ლარის ღირებულების მოსაკრებელი ამოქმედდა, ეს თანხა $120 დოლარის ეკვივალენტი იყო. დღეს კი 200 ლარი მხოლოდ 67 დოლარია. შესაბამისად 350 ლარამდე ამ მოსაკრებლის გაზრდა მის კვლავ $120-მდე (118 დოლარამდე) გაზრდას ნიშნავს.

საქართველოს დერეფანში სატვირთოების გადმომისამართების მთავარი ფაქტორია რუსეთ - უკრაინის ომი და დასავლეთის სანქციების გამო ტვირთბრუნვის შუა დერეფანში გადმომისამართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები